სამშაბათი, ივლისი 8, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"UNESCO-ს ეს მონაცემები რბილად რომ ვთქვათ არის არაადეკვატური,...

“UNESCO-ს ეს მონაცემები რბილად რომ ვთქვათ არის არაადეკვატური, შეცდომაშია შესული“ – ირაკლი ზარქუა

პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ კომენტარი გააკეთა UNESCO-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ,,პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეიყვანილი იქნა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში:

,,5 ივლისს კი არ გარდაცვლილა ბატონი ლაშქარავა, როგორც იქ წერია*, არამედ 11 ივლისს. ესეც მიუთითებს, რომ შეცდომა არის და არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა.

UNESCO-ს ეს მონაცემები, რბილად რომ ვთქვათ, არის არაადეკვატური, შეცდომაშია შესული. იმიტომ, რომ გარდაცვალების მიზეზებზე გამოძიებამ დაადგინა და მათ შორის ოჯახის წევრებსაც, რამდენადაც ვიცი, თანხმობა აქვს მიცემული.

ასე, რომ არავის არ მისცეთ ინტერპრეტაციის საშუალება. ის რაც მოხდა იყო ტრაგედია! კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუღებელია ძალადობა, თუმცა გარდაცვალება რომ მიაწეროთ პირდაპირ – ეს არასწორია და გამოძიებამაც ამას პასუხი გასცა.

ყველა, ვინც ხელყო თავისუფალი მედიის მუშაობა, ვინც იძალადა – ყველა იქნება დასჯილი!

თქვენ იცით, რომ მიდის გამოძიება და რამდენიმე ადამიანი დაჭერილიც არის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარა 5 ივლისის მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სასტიკად იქნა ნაცემი. ტვ ,,პირველის“ ოპერატორი 11 ივლისს გარდაიცვალა.

* – თავდაპირველად, UNESCO-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში გარდაცვალების თარიღად მითითებული იყო 05/07/2021, რაც შემდგომში ჩასწორდა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...