spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა არა თუ...

“ამ მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა არა თუ მიზანშეწონილი – ეს არის დანაშაული!” – კობა ნაყოფია

პარლამენტის ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ წევრმა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, კობა ნაყოფიამ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მონახულების შემდეგ, მედიასთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები. ოპოზიციონერი ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი ახლა მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელსაც საზოგადოება მალე გაეცნობა:

,,სააკაშვილს ნამდვილად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები. ეს ისედაც, ასე ვთქვათ, ვიცით, რომ მთელი პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის შიმშილობდა, სერიოზული ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას. გარდა ამისა, კარგად გვახსოვს ასევე, მის მიმართ არადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტები.

მე მინდა ვუთხრა ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ მათივე ინტერესში უნდა იყოს და ამისთვის სერიოზული ყურადღება არის მისაქცევი. იმიტომ, რომ ამ მდგომარეობაში ამ ადამიანის აქ ყოფნა, რა თქმა უნდა, არა თუ მიზანშეწონილი – ეს არის დანაშაული!

მიხეილ სააკაშვილი ისედაც უჩიოდა ძილის პრობლემებს და ახლა იძახის, რომ დროც არ მაქვსო. იმიტომ, რომ ძალიან ბევრს მუშაობს.

ის ახლა მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელსაც ძალიან მალე წარვუდგენთ საზოგადოებას. ამით არის ძირითადად ახლა დაკავებული.

თუმცა, მან თქვა, რომ თუ არ იქნებიან ექიმები დაშვებული მასთან, ის პრაქტიკულად იძლებული გახდება, რომ ისევ მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას და დაიწყოს შიმშილობა“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...