spot_img
მთავარირეგულაციები და წესები"მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო!" -...

“მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო!” – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. სააგენტო 2022-2024 წლების განმავლობაში, საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა და თვითმმართველი ქალაქებისა:

თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) განახორციელებს საამზომველო და სარეგისტრაციო საქმიანობებს (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბერის ბრძანება №798).

დღეს არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში მიწების 1/3 დაურეგისტრირებელია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის ბოლომდე ეტაპობრივად უზრუნველყოფს ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სისტემურ რეგისტრაციას.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:
• მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;
• უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
• გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;
• სანოტარო მედიაცია;
• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
• ფაქტების კონსტატაცია;
• მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა;
• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.

მიწის სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, მოქალაქეებს კვლავაც შეეძლებათ ისარგებლონ მიწის სპორადული რეგისტრაციით.

საქართველოს მთავრობის #636 დადგენილებით (2021 წლის 31 დეკემბერი) ცვლილება შევიდა #509-ე დადგენილებაში (2011 წლის 29 დეკემბერი), რომლითაც განისაზღვრება სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთზე სპორადული რეგისტრაციის საფასური.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მივიღეთ გადაწყვეტილება – პლასტმასის ბოთლებში სასმელის, წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ...

მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ პლასტმასის მოხმარებასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...