spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"წადით რა, დაჯექით, მაწონი ჭამეთ!" - ბონდო მძინარაშვილი...

“წადით რა, დაჯექით, მაწონი ჭამეთ!” – ბონდო მძინარაშვილი ოპოზიციას მიმართავს

საზოგადოებრივი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუ რამდენიმე წლის განმავლობაში რაზე ამახვილებდა ყურადრებას და ირონიული შეთავაზებით მიმართავს ოპოზიციას:

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან და პარლამენტის შეკრებიდან მალევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხშირად ვეკითხებოდი, როგორ ემზადებოდნენ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. გაკვირვებული სახით მიყურებდნენ და მპასუხობდნენ, რომ “2020 წლამდე ჯერ შორია!

შემდეგ წლებშიც “ტვინი წავუღე”, – საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების მიღებას თუ ადევნებთ თვალს მეთქი. ისევ გაკვირვებულები მიყურებდნენ: “ჩვენ პარლამენტში არ ვართ!

2019 წლის ივლისში თავიდან დავიწყე: რას აპირებთ, მუშაობთ მთლიანად პროპორციულზე გადასვლაზე? ისევ გაკვირვებული სახეები. დაახლოებით ასეთი: “ნუ შეგვჭამე, რა!” და მაინც კორექტული პასუხი: “ახლა ზაფხულია, სექტემბერში დეპუტატები შვებულებიდან დაბრუნდებიან და მერე დავიწყებთ!”

2019-20 წლებში ისევ ავიჩემე: რას აპირებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო კანონმდებლობას თუ გაეცანით და როგორ ემზადებით მეთქი. პასუხი: “ჯერ ადრეა საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე!

ამ შეკითხვებით მმართველი პარტიის ლიდერებსაც მივმართავდი და მპასუხობდნენ: “ვემზადებით!” “ვმუშაობთ!” “ვაგრძელებთ!

ეს “ვაგრძელებთ!” იმას ნიშნავდა, რომ მმართველმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე 2016 წლის ნოემბრიდან დაიწყო!

ისე, როგორც ოლიპიადისთვის ემზადებიან სპორტსმენები: მერე დღიდანვე! ოთხი წლის შემდეგ რომ ჩატარდება, იმ ოლიმპიადისთვის!

ახლა ეს ყველაფერი რატომ გამახსენდა: ქართველი პოლიტიკოსების კომენტარები მოვისმინე ყაზახეთზე!

წადით რა, დაჯექით, მაწონი ჭამეთ!” – წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“ყველა ქართველი რომ ისწავლის ასე ხელის შებრუნებას, სწორედ მაშინ შეწყდება ღორების შემოსევა” – მიხეილ...

კახეთში, სასტუმროში, გავრცელებული ინფორმაციით, რუს ტურისტებთან მიმართებით მომხდარ ფაქტს,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...