შაბათი, აპრილი 20, 2024

დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამგზავრო პაკეტების გაყიდვა დაიწყო

დღეიდან მოქალაქეები დედაქალაქში სამგზავრო პაკეტების შეძენას მეტროს სალაროებში შეძლებენ, – ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ხვალიდან მოქალაქეები სამგზავრო პაკეტებს საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებშიც შეიძენენ.

დღეიდან სამგზავრო პაკეტების მეტროს სალაროებში გაყიდვები დაიწყო. ხვალიდან აღნიშნული ბარათების შეძენა საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი. სურვილისამებრ, პირველი თებერვლიდან მგზავრები ტრანსპორტში გადახდას „მეტრომანის“ გამოყენებითაც შეძლებენ“, – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული