პარასკევი, მაისი 16, 2025
9.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"სემეკს მომართა არაერთმა მოქალაქემ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“...

“სემეკს მომართა არაერთმა მოქალაქემ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ დარიცხვებთან დაკავშირებით” – მარეგულირებელი კომისიის განცხადება

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) მომართა არაერთმა მოქალაქემ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ დარიცხვებთან დაკავშირებით. კომისია მოქალაქეთა ყველა მომართვას სწავლობს ინდივიდუალურად და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, სემეკის გადაწყვეტილებას წარმოადგენს ქ. თბილისში მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემის ამოქმედება, რამაც გამოიწვია ე.წ. გარდამავალ პერიოდში (2021 წლის დეკემბერი, 2022 წლის 3,4 იანვარი) 2 ქვითრის მიღება.

სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, დარიცხვებთან დაკავშირებით პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში მომართონ კომისიას შესაბამისი განცხადებით, რათა სემეკის მიერ მოხდეს ყველა საკითხის შესწავლა. განცხადების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით: mail@gnerc.org.

სემეკი – ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...