ჰონკონგში საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საკანონმდებლო ორგანოს შტურმით აღების მცდელობაზე და იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კონკრეტული ფოტოს თანხლებით, ინფორმაციას ავრცელებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და გამოცდილების მიღებას ურჩევს შს მინისტრ გიორგი გახარიას:
“ეს ჰონკონგის პარლამენტის კარია. ამ წუთებში დემონსტრანტებმა “შტურმი მიიტანეს საკანონმდებლო ორგანოზე” იუწყება CNN-ი, თუმცა დასძენს რომ პროტესტი არსებითად მშვიდობიანი იყო და ასეთად რჩება, პოლიციაც თავშეკავებულიაო. ბატონო გახარია, მივლინებაში მაინც წადით, თქვენი გამოცდილება ფასდაუდებელი იქნება ჰონკოგისთვის“.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება