პარასკევი, მარტი 29, 2024

“მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია” – გიორგი მშვენიერაძე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს დღემდე შეზღუდული აქვს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება სამედიცინო მომსახურების მიღების მხრივ. უფლებადამცველი, ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად გაუქმება პირდაპირკავშირშია ამ საქმის გამოძიებასთან და სააკაშვილს მიზანშეწონილად მიაჩნია, ამ მხრივ საგამოძიებო კომისიის შექმნა:

,,სააკაშვილს დღემდე შეზღუდული აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება – მიიღოს სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, მოისმინოს საკუთარი ექიმების ალტერნატიული აზრი.

ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად გაუქმება, რაც ხელისუფლებამ გააკეთა, პირდაპირ დაკავშირებულია მისი საქმის გამოძიებასთან, რადგანაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ინტენსიურად, მათ შორის, მასთან მიმართებაშიც გამოკითხვა შედგა დეტალურად და ფიქრობს, რომ სწორედ ამიტომ გადადგა ხელისუფლებამ ნაბიჯი, რომ შეანელოს ამ გამოძიების პროცესი.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს და მათ შორის იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული