spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს ადამიანი ისევ მოწყვეტილია რეალობას, ისევ ჰგონია თავი...

“ეს ადამიანი ისევ მოწყვეტილია რეალობას, ისევ ჰგონია თავი იმპერატორი ან მეფე” – ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული მოთხოვნები აქვს, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი აპირებს მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას. კერძოდ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ითხოვს, რომ ადვოკატებთან კონფიდენციალური შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდეს და ასევე მისი ჯანმრთელობის შემოწმებისა და მკურნალობის საშუალება მიეცეთ ალტერნატიული კონსილიუმის წევრებსა და უცხოელ ექიმებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტთან კომენტარში შეფასებები გააკეთა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ:

მგონია, რომ ეს ადამიანი ისევ მოწყვეტილია რეალობას, ისევ ჰგონია თავი იმპერატორი, ალბათ ან მეფე და ჰგონია, რომ ბრძანებებს, რასაც იმ 9 წლის განმავლობაში გასცემდა, ახლაც ასე შეუსრულებენ.

რეალობა კი ის არის, რომ უკვე თვითონ დარჩა აი ამ, თავის მიერ შექმნილ, ილუზიაში, თორემ ის მიმდევრებიც შეწყვეტდნენ შიმშილობას, მილევად რეჟიმში არიან და რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებს ბელადი, რომ ის არის პატიმარი, რომ ის იხდის სასჯელს სამართლიანად, მისთვისაც უკეთესი იქნება და მისი მიმდევრებისთვისაც და ყველა დაისვენებს, ქვეყანაც დაისვენებს,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ გვინდა რუსმა ბასიაჩკამ საქორწინო სუფრაზე არ დაგვი@@ას, რუსული ხელისუფლება უნდა შევცვალოთ” – ნიკა...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტს, პოლიტიკური პოზიცია-განმარტებებით ეხმაურება...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...