ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგულაციები და წესებისემეკის მიერ დანერგილ მომსახურებას ახალი ფუნქცია დაემატა

სემეკის მიერ დანერგილ მომსახურებას ახალი ფუნქცია დაემატა

სემეკის მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას ახალი ფუნქცია დაემატა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმება.

*303#-ის ახალი ფუნქციით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელს აღარ დასჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლ ცენტრთან დაკავშირება, არამედ *303#-ის საშუალებით მარტივად და მოკლე დროში მიიღებს კომუნალური კომპანიისგან განმარტებას. დარიცხვის გადამოწმება მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია.

*303#-ის ახალი ფუნქციის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის კომუნალურ კომპანიასთან კომუნიკაციის გამარტივება.

*303#-ით სარგებლობა შეუძლიათ „მაგთიკომის“, „სილქნეტისა“ და „ბილაინის“ აბონენტებს. მომსახურება არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას, სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურისთვის, მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

გარდა დარიცხვის გადამოწმებისა, *303#-ით შესაძლებელია კომუნალური მომსახურებების შესახებ ყველა ინფორმაციის მიღება. მათ შორის, მომხმარებელს შეუძლია მობილურ ტელეფონში *303#-ის აკრეფით:

დააფიქსიროს:
ავარიული წყვეტა – ოპერატიული რეაგირებისთვის;
მომარაგების პრობლემა – დაბალი წნევა, ძაბვის ციმციმი, ხშირი წყვეტა;

მიიღოს:
ელექტრონული ქვითარი და მიმდინარე ბალანსი;
დაამატოს მობილურის ნომერი სასურველ აბონენტის ნომერზე ან წაშალოს არასასურველი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom-მა “ტელეიმედი”, “რუსთავი 2” და “ფორმულა” პროდუქტის განთავსების დარღვევისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები „ტელეიმედი“, „რუსთავი 2“, „ფორმულა“ და „აგრომედია“...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...