spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემი ამოცანაა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის...

“ჩემი ამოცანაა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის გზა” – სალომე ზურაბიშვილი

საკმაოდ განსხვავებულ ფორმატში წარიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვა თუ მიმართვა. კერძოდ, დაიწყო ილია ჭავჭავაძის სიტყვებით “რა გითხრათ, რით გაგახაროთ” და შემდეგ საზოგადოებას წაუკითხა ბავშვების ის სურვილები, რომლებიც, მათ მიერ მოთხრობილ ემოციურ თუ ტკივილით აღსავსე ისტორიებთან ერთად, გაგზავნილი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა ამ ბავშვებს ადმინისტრაციამ შეუსრულა სურვილები – “ამათ შევუსრულეთ ეს საახალწლო სურვილები, მაგრამ ბევრ სხვას ვერა და კიდევ მეტს ვერც შევუსრულებთ დიდხანს“.

შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყანაში არსებული სიტუაციისა და პრობლემების თაობაზე ისაუბრა:

ილიასი არ იყოს – “ქვეყანა დგას უზარმაზარი თხრილის წინ და საკმაოა ხელი გვკრან და გადავიჩეხებით“. ოღონდ ილიას წუხილი უცოდინრობა, შრომის ნაკლებობა, მიზნის დაკარგვა თუ იყო.

ჩვენ კი, დღეს, უარესი გვჭირს – ერთმანეთი დავკარგეთ, ერთმანეთს ვეჯიკავებით, ამ თხრილისკენ. მტერიც აღარ გვჭირდება, რომ გვკრას ხელი, მის საქმეს ჩვენვე ვაკეთებთ და ერთმანეთს ვკრავთ ხელს.

უკიდეგანო შური და ბოღმა, სიძულვილი და დაპირისპირება, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლემჭვრეტელი ხედვა… სამაგიეროდ, გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები!

ჩემი მთელი ძალისხმევა, ამ დღეებში და რასაც გავაგრძელებ მომავალ წელსაც და სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები, რამეთუ ამ თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ვარ, – მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზა თუ გზები მოვნახოთ. მოვახერხოთ ის, რომ მოსმენითა და საუბრით და არა შუღლით მოვახერხოთ ამ ქვეყნის გადარჩენა. ჩემი ამოცანაც ესაა – ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის გზა. არა როგორც ზოგიერთი ავრცელებს, რომ ვითომც კეთდება ეს ერთი რომელიმე ადამიანის განთავისუფლებისთვის, – არა! არა იმისთვის, რომ ვიღაცისთვის და ვიღაცასთან შერიგება მე მოვახერხო, – არა!

ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენ ელემენტარულად შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა და ერთმანეთთან შევთანხმდეთ იმ რაღაცებზე, რაც ამ ქვეყანას ააშენებს, რაც ამ ქვეყანას არათუ გადაარჩენს, არამედ მოგვცემს საშუალებას, რომ ხვალინდელ ანას და სხვებს, არათუ შევუსრულოთ სურვილები, არამედ მომავალ წელს და შემდეგ წლებში არასოდეს აღარ ვთქვათ – რით გაგახაროთ?

გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და ამ ქვეყნისათვის ვისურვებდი, რომ ჩვენ, ამ წელსვე, შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, შევძლოთ ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება და მე ვარ იმედიანად იმიტომ, რომ ამ დღეებში ერთი რამ დავამტკიცეთ, რომ ყველას შეუძლია ამ სასახლეში მოსვლა, ამ სასახლეში დაჯდომა და შეგვიძლია ერთმანეთთან საუბარი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...