spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დიდი ხანია, სააკაშვილი, პირველ რიგში, საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი"...

“დიდი ხანია, სააკაშვილი, პირველ რიგში, საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი” – თამარ ჩერგოლეიშვილი

მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საკმაოდ მძიმე შეფასებებს აკეთებს ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი და მიაჩნია, რომ მე-3 პრეზიდენტს დიდხანს მოუწევს ციხეში ყოფნა:

სააკაშვილისთვის სიკეთე ვისაც უნდა, მას დაეხმარება შეიგნოს:

ა) რომ ციხეში დიდი ხნითაა და არანაირი ასი ათასი ქართველი არ არსებობს, ვინც მას გამოიხსნის;

ბ) რომ მისი გარემოცვა მას ატყუებდა, როცა უმტკიცებდა რომ მიშას გარეშე ყველა ნულია და მისი ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს და გააქცევს;

გ) რომ ამ ტყუილებს თვითონ ითხოვდა, იმიტომ რომ რეალობის მიღება არ სურდა და ვინც რეალობას ანახებდა, მათ მოღალატეებად რაცხავდა;

დ) რომ ჩვეულებრივი ადამიანია – არანაირი იდეა, მესია და დავით აღმაშენებელი არ არის;

ე) იმისთვის, რომ ციხიდან გამოვიდეს, ბიძინა უნდა დასუსტდეს/დამარცხდეს და სააკაშვილზე ფოკუსირება ბიძინას აძლიერებს.

რაც მალე შეიგნებს ამ ყველაფერს, მით მალე გახდება უკეთ.

დიდი ხანია, სააკაშვილი, პირველ რიგში, საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი.
სამწუხაროდ, მას არ აღმოაჩნდა საკმარისი მეგობარი, რომელიც საკუთარი თავისგან გადარჩენაში დაეხმარებოდა.

ეგებ ახლა გამოიჩინონ გონიერება, პატიმარი ადამიანის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე იზრუნონ და გადადონ გვერდზე სიმძიმის ცენტრიდან პირადი გამორჩენის მიზნები“, – წერს ფეისბუქის პირა გვერდზე ტამარ ჩერგოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველა ქართველი რომ ისწავლის ასე ხელის შებრუნებას, სწორედ მაშინ შეწყდება ღორების შემოსევა” – მიხეილ...

კახეთში, სასტუმროში, გავრცელებული ინფორმაციით, რუს ტურისტებთან მიმართებით მომხდარ ფაქტს,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით...

„ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა“, -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...