spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებირატი იონათამიშვილი: ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია, რომ ეს...

რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებული იყოს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე.

პარლამენტის წევრების რატი იონათამიშვილის, გივი მიქანაძის, გიორგი ამილახვარის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ალუდა ღუდუშაურისა და გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ორი – სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას.

აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე ცვლილება შედის ოცდაათზე მეტ კანონში, რომლებიც საკანონმდებლო პაკეტის სახით იყო სხდომაზე წარდგენილი.

პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა კანონპროექტის წარდგენა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისადმი მიმართვით დაიწყო და განაცხადა, რომ ამ უწყებაში ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს, რომელიც მაღალი კვალიფიკაციით ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, „არავინ დაგაჯეროთ, რომ სახელმწიფო არ იდგება თქვენ გვერდით. მნიშვნელოვანია იცოდეთ, ჩვენი კატეგორიული რეკომენდაცია იქნება, რომ ამ ადამიანებს არა თუ გაუგრძელდეთ სამუშაო პირობები, არამედ უფრო მეტი ლეგიტიმაციით იმუშაონ. ამას უზრუნველყოფს ისიც, რომ ფაქტობრივად ერთის ნაცვლად იქნება ორი უწყება, სადაც კიდევ ემატება გარკვეული რეგულაციები და ვალდებულებები და ამ სფეროში მათზე გამოცდილი კადრები არც არსებობს ქვეყანაში. ბევრი სპეკულაცია გვესმის ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მხარეებისგან და არავინ დაგაჯეროთ, რომ სახელმწიფო არ იდგება თქვენ გვერდით“.

რატი იონათამიშვილმა საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებული იყოს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებები მივიღოთ ისე, როგორც ამას ევროკავშირის რეგულაციები აწესებს და რომელსაც ახორციელებენ თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები. თუნდაც იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესს, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ცხოვრების და ღირსების ამოცანაა.

რაც შეეხება ამ საკითხზე გამართულ დისკუსიას, ვერც ერთი ოპონენტისგან ვერ მოვისმინეთ პასუხი იმაზე, რომელი მოდელია აპრობირებული ევროპაში და რომელია უკეთესი, ის, რომ პერსონალური დაცვის და საგამოძიებო ფუნქციებს ერთი უწყება ახორციელებდეს, თუ პირიქით, გამიჯნული იყოს და ასევე, იწვევს თუ არა ეს ინტერესთა კონფლიქტს“, -განაცხადა მომხსენებელმა.

სხდომას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია.

კანონპროექტის არსის გაცნობის შემდეგ რატი იონათამიშვილმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

როგორც სხდომაზე ითქვა, გამოთქმული მოსაზრებები და შენიშვნები აისახება კომიტეტების დასკვნებში.

საკითხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტებმა ცალ-ცალკე უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იქნებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ყველას შეგეხებათ და ყველას ჯიბეს გაანადგურებს ეს წყობა” –...

საქათველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. ორგანიზაცია “საზოგადოება...

“მოკლედ, გავდივართ რთულ და მძიმე პროცესს, როდესაც ყველა ქვეწარმავალი გამოძვრა… საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები”...

სხვადასხვა პროცესების მიმოხილვას და თავისი პოზიციების დაფიქსირებას ახდენს კონკრეტული...

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...