spot_img
მთავარისოფლის მეურნეობასაქართველოს მთავრობამ კაკლისა და ნუშის შესახებ ტექნიკური რეგლამენტები...

საქართველოს მთავრობამ კაკლისა და ნუშის შესახებ ტექნიკური რეგლამენტები დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კაკლისა და ნუშის შესახებ ტექნიკური რეგლამენტები დაამტკიცა

რეგლამენტები, რომლებიც ძალაში 2022 წლის პირველი ივნისიდან შევა, ექსპორტისათვის განკუთვნილი გაუტეხავი კაკლის/კაკლის გულის და გაუტეხავი ნუშის/ნუშის გულის და ბლანშირებული ნუშის გულის რეგულირების პრინციპებს განსაზღვრას.

ტექნიკური რეგლამენტები ასევე მოიცავს მოთხოვნებს პროდუქციის უვნებლობის და ხარისხის მიმართ, შესაბამისობის შეფასების პროცედურებს და ჰიგიენის მოთხოვნებს ბიზნესოპერატორებისთვის.

რეგლამენტებში ცალ-ცალკე და დეტალურად არის გაწერილი მოთხოვნები გაუტეხავი კაკლისა/კაკლის გულის და გაუტეხავი ნუშის/ნუშის გულის/ბლანშირებული ნუშის გულის მიმართ.

დამტკიცებული რეგლამენტების თანახმად, ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია კაკლის/ნუშის წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და დისტრიბუციასთან და ექსპორტთან, ვალდებულია, დაიცვას „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესით“ განსაზღვრული მოთხოვნები და დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ რეგლამენტები მომზადდა ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...