პარასკევი, მაისი 16, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი არა მხოლოდ სახელმწიფო...

“ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის” – ლონდა თოლორაია

,,ეტყობა, რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას’’ – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მიზნით პარლამენტში დაინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს:

,,ნამდვილად არ მეგონა, თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობისათვის გაწეული ძალისხმევის შემდეგ, სამსახურის წარმატებული საქმიაობის 2 წლისთავზე, მე მომიწევდა დღეს თქვენს წინაშე დგომა და საუბარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ ამ რეალობის წინაშე დავდექით.

2021 წლის 25 დეკემბერს ჩემთვის, სახელმწიფო ინსპექტორისთვის და სახელმწიფო ინსპექტორის თითოეული თანამშრომლისთვის მედიის საშუალებით გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პარლამენტში დაინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ბაზაზე 2 ახალი უწყების შექმნას. კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო სრულიად კონსპირაციული, მასში მონაწილეობა არ მიუღია არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, არც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და არცერთი დარგის ექსპერტს.

კანონპროექტის დაინიცირების დრო რატომღაც დაემთხვა წინა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში.

ასევე, დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს – ეტყობა, რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას.

თუმცა, მე დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურის ინტერესებისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა გამოწვევის საპასუხოდ, გააკეთა მაქსიმუმი და ერთი მხრივ, შეინარჩუნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის მაღალი სტანდარტი, ხოლო მეორე მხრივ შექმნა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების პრაქტიკა და უპასუხა იმ მთავარ გამოწვევას, რისთვისაც ეს სამსახური შეიქმნა – შეძლო აემაღლებინა საზოგადოების ნდობა ამ კატეგორიის დანაშაულების გამოძიების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ წინ შეგვხვდა არაერთი დაბრკოლება – გვქონდა და გვაქვს დამოუკიდებლობის არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიები და საქმიანობის არაქმედითი ბერკეტები, არასაკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსები, გვქონდა და გვაქვს უწყებების მხრიდან თანამშრომლობის პრობლემა, სამსახურის გუნდმა, კეთილსინდისიერი მუშაობით, შეძლო დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბება და საზოგადოების ნდობის მოპოვება. სამსახურის მუშაობას, მისი ამოქმედებიდან ორი წლის თავზე, დადებითად აფასებენ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციები.

მსურს, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას შევახსენო, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს 2019 წლიდან სწორედ პარლამენტის მიერ დაეკისრა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფუნქცია. მათ შორის, იმ დეპუტატების მონაწილეობით, რომლებიც არიან ამჟამინდელი კანონპროექტის ავტორები.

ნაცვლად იმისა, საქართველოს პარლამენტს ხელი შეეწყო სამსახურის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, დაიწყო სამსახურის დაჩქარებული გაუქმების ძალიან სახიფათო პროცესი.

ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს პროცესი საფრთხეს უქმნის ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფ პირს, აჩენს არასტაბილურობის განცდას და წარმოადგენს ზეწოლას მათ საქმიანობაზე. ასევე, ეს ფაქტი ყველა საჯარო მოხელისთვის არის გზავნილი, რომ კეთილსინდისიერად საქმის კეთებისთვის ერთ დღეს შეიძლება დარჩნენ სამსახურის გარეშე

მივმართავ საქართველოს პარლამენტს:

შეწყდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ლიკვიდაციის პროცესი;

ამის ნაცვლად, განხილული იქნეს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2 წლის წინ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც რეალურად ემსახურება საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლებას;

ასევე, დაინიცირდეს და განხილული იქნეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 3 დღის წინ, 24 დეკემბერს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ემსახურება მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული რეალური პრობლემების მოგვარებას;

ასევე, ვთხოვ, საერთაშორისო საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს, სახალხო დამცველს, საზოგადოების წევრებს, სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ჩაერთონ საკითხის განხილვაში, რადგან საქმე ეხება მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვას.

აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ამ კრიტიკულ დროს სამსახურის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი-კობახიძის წერილი არის ღია დეკლარაცია, რომ მათ უნდათ საქართველო დატოვონ მარტო და დაუცველი” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა...

“ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს 9 მაისს რუსეთში აღლუმზე” – ლევან სანიკიძე

“დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დაიმახსოვრეთ, ისეთ ხათაბალაში აღმოჩნდებით, მთელი ცხოვრება ვერ ჩამოირეცხავთ სირცხვილს…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოებას კონკრეტული რჩევა-შეთავაზებით...