სამშაბათი, ივნისი 17, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბატონი ზურა უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი არის...

“ბატონი ზურა უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში” – ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად წარადგინა ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, კონკრეტული შეფასებები გააკეთა მასთან მიმართებაში და წარმატებები უსურვა ახალ პოსტზე:

,,მოგეხსენებათ, რომ ქალბატონი ეკა ტიკარაძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. მე მინდა, პირველ რიგში მას გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები.

დღეს წარმოგიდგენთ ახალ მინისტრს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს – ბატონ ზურაბ აზარაშვილს.

ბატონი ზურა გახლავთ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის, არის ძალიან კარგი, ძლიერი მენეჯერი. ჩვენ თავად გამოვცადეთ და დავრწმუნდით ამაში, მე როცა ვიყავი თავდაცვის მინისტრი. ბატონი ზურა მაშინ იყო ,,დელტას“ ხელმძღვანელი, ასევე ,,თბილ ავია მშენის“ ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის საქართველოს ავიაციის აღდგენა, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას და ა.შ.

ბატონი ზურა უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი. იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში. მას, რა თქმა უნდა, კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენი მოსახლეობის წინაშეა.

მე მინდა ზურას წარმატება ვუსურვო. იგი არის 5 შვილის მამა და მე ვფიქრობ, რომ ბატონი ზურა იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს უზარმაზარი სამინისტროს მართვაში ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნას.

მოგეხსენებათ, რომ მთელი სამინისტროს ბიუჯეტი არის დაახლოებით 6 მლრდ ლარი. ეს არის მთლიანი ბიუჯეტის თითქმის 1/3. ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით გამოცდილი კადრი გვჭირდებოდა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი არის ბატონი ზურა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძალიან მალე ქართველი ხალხი ჩამოიცილებს რუსულ ხელისუფლებას და მათე თავისუფალი იქნება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს საპროტესტო აქციების...

“რიყის პარკის ნგრევა კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატავს ხელისუფლების რუსულ სახეს” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“ტოტალიტარიზმი მკვიდრდება, ტირანია ჩნდება. დიქტატი უკვე გვაქვს” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებას ახდენს: "ტოტალიტარიზმი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...