სამშაბათი, მაისი 7, 2024

ლარის კურსი 25-27 დეკემბრისთვის

24 დეკემბერს გამართულ ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება შემდგომი 3 დღის განმავლობაში:

აღსანიშნავია, რომ წინა ვაჭრობაზეც დაფიქსირდა ლარის კურსის გამყარება სხვადასხვა ვალუტასთან მიმართებაში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაფიქსირდა ლარის კურსის გამყარება მაგ. დოლართან მიმართებაში. კერძოდ, ლარის კურსი:

22 დეკემბრისთვის – 3.0958;
23 დეკემბრისთვის – 3.0939;
24 დეკემბრისთვის – 3.0878.

25 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში კი ლარის კურსი დოლართან მიმართებაში იქნება – 3.0774 ანუ წინა დღის კურსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტა კიდევ გამყარდა 0.0061 ლარით.

ლარი ასევე გამყარდა ევროსთან მიმართებაში. თუ 24 დეკემბრის ვაჭრობამდე 1 ევრო ღირდა 3.4975 ლარი, 25-27 დეკემბრის პერიოდში 1 ევრო ეღირება 3.4888 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 4.1262 ლარი
1 თურქული ლირა – 0.2614 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.8111 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.4229 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3545 ლარი
10 ჩინური იუანი – 4.8325 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 9.7497 ლარი
100 რუსული რუბლი – 4.1919 ლარი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული