სამშაბათი, აპრილი 16, 2024

ძალადობის დაგმობას პარტიულობა არ სჭირდება – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზს უსვამს აქციების აპოლიტურობას და მიმართავს პოლიტიკოსებს:

თავს იწყნარებთ და იმშვიდებთ, როდესაც ამ აქციას ნაცების აქციას ეძახით?! ეს რამე, რელაქსაციას იკეთებთ ამით და მშვიდდებით თუ რა ხდება, ამ დროს, ძალიან მაინტერესებს!

და სრულიად ყველა პარტიას, პოლიტიკოსს და თქვენს თანამოაზრეებს, მინდა გითხრათ, რომ ნუ გადაგვაყოლეთ ამ თქვენს უკვე სრულიად ფანატიზმში გადასულს არაჯანსაღ, არაადეკვატურ ქოცნაცურ, რაღაცა ჯინაზე პოლიტიკას. ბევრად მარტივადაა საქმე და თქვენთვის, ალბათ, ბევრად რთულად.

თავმოყვარეობას პარტიულობა არ სჭირდება. როდესაც პარლამენტში გვისვამთ იმ საშინელ ადამიანს და მერე გიკვირთ, რომ გამოვდივართ, თავმოყვარეობას ნამდვილად არ სჭირდება პარტიულობა და ვისაც გიკვირთ, იმას, ალბათ, თავმოყვარეობაც არა გაქვთ. ძალადობის დამხობას, ძალადობის დაგმობას პარტიულობა არ სჭირდება, როცა კარდაკარ სდიეთ ახალგაზრდებს და დაასახიჩრეთ. ამას არ სჭირდებათ პარტიულობა!” – განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული