spot_img
მთავარისხვადასხვა"პროცესი დალპა! ბევრი რამ თავიდან უნდა დაიწყოს" -...

“პროცესი დალპა! ბევრი რამ თავიდან უნდა დაიწყოს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან დაწყებულ საყოველთაო შიმშილობის აქციას ეხმაურება თამარ ჩერგოლეიშვილი და მწვავე შეფასებებთან ერთად ოპოზიციისადმი თავის კონკრეტულ შეავაზებებს აცნობს საზოგადოებას:

შიმშილობას თუ არ ეთანხმებით, აბა რა გზას ხედავთო(?!) – შიმშილობა რომ
გზაც არაა, ამას ცოტა ხნით გავწევ, თანაც, რა ჩემი საქმეა ბარამიძე რამდენს შეჭამს.

მაგრამ რა გზას ვხედავთ, ხომ აგიხსენით?

თუ სამკვდრო-სასიცოცხლო თემაა ივანიშვილის რეჟიმი, სულ მცირე, პარლამენტზე ასახეთ და საპარლამენტო კრიზისი შექმენით!

ასეთი არაფერი გამიგია, ოღონდ პარლამენტიდან არ გამოვიდნენ და მიშას დასაწყნარებლად მზად არიან, ჩანაცვლებით იშიმშილონ.

თანმიმდევრული გზა არის ერთი:
ა) ოპოზიცია გამოდის პარლამენტიდან
და ქმნის საპარლამენტო კრიზისს.
ბ) შემდეგ, იწყებს მოლაპარაკებებს საპარლამენტო კრიზისის დაძლევაზე
და აყენებს თავის პირობებს!

ახლა, ოპოზიცია ვერანაირ პირობას ბიძინას ვერ დაუყენებს იმიტომ, რომ ბერკეტი არ გააჩნია! ვერაფერში გაცვლის, ვერაფერს!

ბარამიძის შიმშილობა ბერკეტი არ არის.
მაგრამ, და ეს არის დიდი მაგრამ…

თავში ქვა გიხლიათ! ჩვენ მაინც თავიდან გვაქვს ასაწყობი ყველაფერი.
ისედაც, მიმაჩნია, რომ ოპოზიციის ასეთი აგონიური ქმედებების პირობებში, პოლიტიკურ პროცესს კროტის დასხმის გარდა არაფერი უშველის.

პროცესი დალპა!
ბევრი რამ თავიდან უნდა დაიწყოს.
ჩვენ ასე ვიქცევით.

ერთადერთი გზა, რომ სხვა პარტიებთან ერთად, რაღაც მყარზე დავდგეთ – საპარლამენტო კრიზისია.
სხვა გზა – მხოლოდ საბაზისო ჭეშმარიტებებთან დაბრუნება და თავიდან, უხერხემლოების გარეშე, დამოუკიდებელი პროცესის დაწყებაა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...