პარასკევი, აპრილი 19, 2024

“პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სურვილი შეხვდეს სააკაშვილს, ასევე სალომე ზურაბიშვილის მცდელობა დაიწყოს ცივილიზებული პროცესი – არის მნიშვნელოვანი” – ხატია დეკანოიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე მიესალმება პრეზიდენტებს შორის დიალოგის დაწყებას და აქვს მოლოდინი, რომ მოხდება შეხვედრა და  შედგება დიალოგი მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთანაც:

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სურვილი შეხვდეს სააკაშვილს, ასევე სალომე ზურაბიშვილის მცდელობა დაიწყოს ცივილიზებული პროცესი – არის მნიშვნელოვანი.

სკეპტიკოსების მოსაზრება სრულიად გასაგებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი დასაწყისშივე არ დავაზიანოთ და ხელი შევუწყოთ ყველანაირი ფორმით.

მაქსიმალურ ძალისხმევას ჩავდებ, რომ ამ პროცესმა მცირე შედეგი მაინც გამოიღოს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხატია დეკანოიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული