სამშაბათი, აპრილი 22, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც რუსეთთან გაუაზრებელი და...

“ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც რუსეთთან გაუაზრებელი და ავანტიურისტული პოლიტიკის წარმოებაზე უარი თქვა” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2021 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. მისი შეფასებით საქართველო, ,,ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ყველაზე ახლოს მივიდა ევროპასთან და ამერიკასთან, ხოლო რუსეთთან ,,გაუაზრებელი და ავანტიურისტული პოლიტიკის წარმოებაზე უარი თქვა“:

,,საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. საქართველო რეგიონში ამერიკისა და ევროკავშირისთვის საიმედო პარტნიორია. ამ ფაქტს საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მონაწილეობით მეზობელ ქვეყნებთან წარმატებული შუამავლობის მაგალითიც ადასტურებს.

სწორედ ეს არის დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგიონის გეოპოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის ნათელი მაგალითი.

,,ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომლის პირობებში საქართველო ისე ახლოს არის ევროპასთან, ამერიკასთან, როგორც არასდროს. დიდი პატივი იყო ჩემთვის და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ მე მხვდა პატივი ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. სწორედ „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა ევროპასთან უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა, რასაც წინ უძღოდა ჩემი პირველი პრემიერობის დროს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით ნაკისრი ყველა ვალდებულების წარმატებით შესრულება.

ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც რუსეთთან გაუაზრებელი და ავანტიურისტული პოლიტიკის წარმოებაზე უარი თქვა და ჩვენს შორის არსებული მთავარი პრობლემის – ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხისა და დეოკუპაციის მოგვარების ერთადერთ გზად მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკა გამოაცხადა, რომელიც ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, საერთაშორისო დიალოგის ფორმატების გავლით ხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამათი დიაგნოზი ცნობილია, მაგრამ ვინც ამ ბოდვას კიდევ უსმენს და იჯერებს, ისინიც ჩვენი საშველი...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გეოპოლიტიკურ შეუსაბამობაზე საუბრობს, მმართველი პარტიის პოზიციასთან...

“ამ წმინდა უვიცობაში ქოცები დაწინაურდებიან” – გიგი უგულავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ირონიულ...

“თუ ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერეს, პარიზს – პიტერი ჩაანაცვლებს, რომს – სოჭი და ა. შ.” –...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ალტერნატიულ არჩევანზე საუბრობს ლიდერ ქალთა კლუბის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...