spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მთელი...

“ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მთელი ცხოვრება მხრებით უნდა ვატარო” – მერაბ კობიაშვილი

სასამართლო გადაწყვეტილებით 2020 წელს გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს მერაბ კობიაშვილი. მისი განცხადებით, ადვოკატები თითქმის 2 წელი იბრძოდნენ და დაამტკიცეს რა არის სიმართლე:

,,ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ველოდებოდი, იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ჩამიდენია განზრახ მკვლელობა.

ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მხრებით მთელი ცხოვრება უნდა ვატარო. ძალიან დიდი ტრაგედია არის და მინდა, რომ დიდი მადლობა გადავუხადო ნაფიცმსაჯულებს სწორი გადაწყვეტილებისთვის, სიმართლისთვის.

მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, ცოტა ემოციებში ვარ…

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემ ადვოკატებს, რომლებიც თითქმის 2 წლის განმავლობაში აი ამ სიმართლისთვის იბრძოდნენ და დაამტკიცეს რა არის სიმართლე!“, – განაცხადა მერაბ კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ კობიაშვილი დააკავეს 2020 წლის თებერვალში გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ბრალი ედებოდა განზრახ მკველობის/მცდელობის მუხლით.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“მე მახსოვს პოლიცია, რომელიც მოსახლეობის იმედი იყო” – ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ქართულ პოლიციასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...