spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის პატარა დისკოთეკა" - რომან გოცირიძე პრეზიდენტის...

“ეს არის პატარა დისკოთეკა” – რომან გოცირიძე პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით

,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა რომან გოცირიძემ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის საახალწლო მიღებასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერის შეფასებით, ჯერ უნდა მოხდეს საქმიან ფორმატში შეხვედრა, ხოლო შემდეგ – სადღესასწაულო მიღება:

,,ეს არ არის არავითარი ოფიციალური, ასე ვთქვათ, საქმიანი მიღება. ეს არის პატარა დისკოთეკა, თუ შეიძლება ასე ითქვას. წვეულება, რომელსაც ატარებს პრეზიდენტი ახალ წელს, საშობაოდ, სააღდგომოდ და კიდევ რაღაც დღესასწაულთან დაკავშირებით.

თანაც იმ შენობაში, რომელსაც ულამაზესი ბოქლომი ადევს და მილიონობით ფული იხარჯება მის შენახვაზე, დაცვაზე და ა.შ. შენობა, რომელიც დაიცალა ბიძინა ივანიშვილის ახირების გამო. წელიწადში ერთხელ ასეთი “ალაფურშეტი” იმართება იქ.

საქმიანი შეხვედრა პრეზიდენტთან როდესაც იქნება, ,,ნაციონალური მოძრაობა“ დაჯდება მასთან, მოლაპარაკების მაგიდასთან, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. ჯერ რეალური საქმიანი ფორმატი და შემდეგ, ასე ვთქვათ, საახალწლო წვეულება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...