spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე: "რაც არ უნდა აპოკალიფსი დავხატოთ, მაინც...

პაატა მანჯგალაძე: “რაც არ უნდა აპოკალიფსი დავხატოთ, მაინც მოგვიწევს ცვლილებები”

პარლამენტის წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საზოგადოება პარლამენტისგან პრობლემების გადაწყვეტას ელის, პოლიტიკოსების ენერგია კი ერთმანეთის დაპირისპირებაში იხარჯება. აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა, პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

ყოველდღე ჩვენ უამრავი ადამიანი გვიყურებს და გვიტანს, უყურებს პოლიტიკურ ჩხუბს, კინკლაობას და მუდმივ დაუსაბუთებელ თუ დასაბუთებულ ბრალდებებს, იმის მოლოდინში, რომ იქნებ ჩვენ ყველამ ერთად, ის ენერგია, რასაც ერთმანეთის დაპირისპირებაში ვხარჯავთ, მივმართოთ იმ პრობლემების და საკითხების გადაწყვეტაზე, რომელიც ხალხს და ქვეყანას სჭირდება.

რა საკითხებია რაზეც შეიძლება შევთანხმდეთ და რაზე გვთხოვენ შეთანხმებას?

  • პირველი – ის, რომ ქვეყანაში უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო, ამას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ყველა გეუბნებათ და აღიარებს.
  • მეორე – ქვეყანაში უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები და სამართლიანი არა მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე, რეალურად სამართლიანი არჩევნები, სადაც არ იქნება არც დაშინება, არც მოსყიდვა და ა. შ.
  • მესამე – ის, რომ შევთანხმდეთ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური დევნა, რომ დამკვიდრდეს ისეთი პოლიტიკური კულტურა, სადაც ხელისუფლებას ეცოდინება, რომ ხვალ იქნება ოპოზიციაში და ხელისუფლება და ოპოზიცია ისევ არ ეცდება ერთმანეთის განადგურებას. ამას ითხოვს საზოგადოება და ამის საწინააღმდეგო როგორ შეიძლება პარლამენტში ვინმეს რაიმე გვქონდეს?!

ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყანაში სიღარიბე, უმუშევრობა. ყოველდღიურად, როცა რეგიონებში გადიხარ ხვდები, რომ უამრავი ადამიანი ლუკმა-პურისთვის იბრძვის და ახალგაზრდები ფიზიკურად შრომობენ, რათა განათლება მიიღონ.

და რას ვთავაზობთ ჩვენ? ჩვენ ვთავაზობთ მუდმივად აპოკალიფსს, სიძულვილის ენას, რომ გავანადგურებ ოპონენტს – ახლა მოვსპობ ოპონენტს და ყველაფერი კარგად იქნება. დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება, მეგობრებო! რაც არ უნდა აპოკალიფსი დავხატოთ ჩვენ ქვეყანაში, ცვლილებები მაინც მოგვიწევს და მოგიწოდებთ თქვენ, რომ უნდა მოემზადოთ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების გადაცემისკენ და ამისთვის პირველი ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადადგას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა…” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ...

“ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთმა” საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური მიმართვით სთხოვა შეისწავლონ დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის მიმართ ზეწოლის...

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართვს: "ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთმა“ საერთაშორისო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...