კვირა, ივლისი 6, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდავით ზილფიმიანი: "ერთადერთი გამოსავალია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში...

დავით ზილფიმიანი: “ერთადერთი გამოსავალია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს”

ერთადერთი გამოსავალია, რომ პირველივე არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორატორიუმი გამოაცხადოს და უარი განაცხადოს არჩევნებში მონაწილეობაზე – ამ შემთხვევაში, დაამტკიცებენ მათ დეკლარირებულ პოზიციას, რომ ქვეყნისთვის კარგია კოალიციური მთავრობა და არა საკუთარი მობობღება ხელისუფლებაში და მეორე – ამ შემთხვევაში, გაიზრდება ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დღეს ველზე არიან“,- ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, დავით ზილფიმიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და შერიგების საკითხს გამოეხმაურა:

რამდენიმე თვის წინ, ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საკითხზე პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში იყო დიდი აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ამნისტია. და როდესაც შემოთავაზება მოვიდა ამნისტიისა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ფართო და უნდა შეხებოდა ყველას, მაშინ ატყდა მთელი ამბავი, რომ არავითარ შემთხვევაში.

ახლა ნიკანორის მაგივრად მიხეილ სააკაშვილია. ახლა თურმე დიდი საყოველთაო შერიგებაა საჭირო, ყველა უნდა შევთანხმდეთ და ასე შემდეგ. მიმაჩნია, რომ ეს არის ფარსი. რას ნიშნავს შერიგება? შერიგება ხდება მაშინ, როდესაც შენ, მინიმუმ, რაღაცას, რაც წამართვი, რაც მომპარე, რაც დამინგრიე – იმას დამიბრუნებ, მერე მოინანიებ და ბოდიშს მოიხდი, ხელს გამომიშვერ და შეიძლება, ჩამოგართვა ხელი. „რაც გაგიკეთე, გაგიკეთე, ახლა მოდი, შევრიგდეთ“ – ეს არ არის შერიგება.

შერიგების ერთადერთი ფორმულა ზილფიმიანმა დადო ერთი თვის წინ, უფრო მეტიც – ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ მორატორიუმი გამოაცხადოს პირველივე არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, უარი განაცხადოს არჩევნებში მონაწილეობაზე. ამ შემთხვევაში, მივიღებთ იმას, რომ ჯერ ერთი, მათ მიერ დეკლარირებული პოზიცია, რომ ქვეყნისთვის კარგი და კოალიციური მთავრობა პირველ რიგშია და არა საკუთარი მობობღება ხელისუფლებაში, ეს დამტკიცდება. და მეორე – ამ შემთხვევაში, გაიზრდება ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დღეს ველზე არიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ხმა არ დაიკარგება, ისინი ჰარმონიულად გადაანაწილებენ თავისი ინტერესების მიხედვით, სხვა დანარჩენ პარტიებზე, და ასევე, გარკვეული ოდენობა ხმებისა „ქართული ოცნების“, რომლებიც ყოველთვის „ქართულ ოცნებას“ იმიტომ აძლევენ ხმას, რომ არ მოვიდნენ „ნაციონალები“, ისიც, გარკვეულწილად, გადანაწილდება. ეს არის გარანტირებული ფორმულა, კოალიციური მთავრობისა შემდეგ არჩევნებზე. თუ არადა, კვლავ გარანტორებად დარჩებით „ქართული ოცნების“ მეოთხე ვადით მოსვლაზე“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...