კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილზე შურისძიების და მასზე არაადამიანური მოპყრობის...

“ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილზე შურისძიების და მასზე არაადამიანური მოპყრობის განხორციელების მიზნით – ის გადაიყვანა არა კერძო კლინიკაში, არამედ გლდანის მე-18 დაწესებულებაში” – დიმიტრი საძაგლიშვილი

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, გაგრძელდება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რითაც დადასტურდება, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი რეჟიმის მხრიდან გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი:

,,ჩვენ გავაგრძელებთ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რითაც შეიძლება დავადასტუროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფოს მხრიდან, რეჟიმის მხრიდან გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ჩვენ ვნახეთ უკვე პირველი წარმატება ამ გზაზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა დარღვევის 8 ფაქტი, იუსტიციის სამინისტროს და პენიტეციური სამსახურის მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის უკანონო მოპოვება-გასაჯაროებასთან დაკავშირებით და ასევე, მისი ღირსების შემლახველი მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებით.

ალბათ, ყველაზე უპრიანია, რომ ჯერჯერობით დაველოდოთ დასკვნებს, გავეცნოთ მათ შინაარსს და იმის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა მიმართულებით შეიძლება გამოვიყენოთ.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რეალურად სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტების, ანუ ექიმების მიერ მომზადებული დოკუმენტების საფუძველზე და არა პოლიტიკური შინაარსის დღის წესრიგის გამო, რაც არაერთხელ მოხდა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, როდესაც ფაქტობრივად ერთხმად ითხოვდნენ ექიმები მის გადაყვანას კერძო კლინიკაში. ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილზე შურისძიების მიზნით და მასზე არაადამიანური მოპყრობის განხორციელების მიზნით, ის გადაიყვანა არა კერძო კლინიკაში, არამედ გლდანის მე-18 დაწესებულებაში“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...