spot_img
მთავარისხვადასხვასაქართველო დღეს არის სრულად მზად, რომ დაიწყოს მოლაპარაკება...

საქართველო დღეს არის სრულად მზად, რომ დაიწყოს მოლაპარაკება და ხელი მოაწეროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას – ნათია თურნავა

აშშ-ს 8 კონგრესმენმა, ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობას, საქართველოს შესახებ წერილი გაუგზავნა, სადაც პოზიტიური დამოკიდებულება დაფიქსირდა ჩვენი ქვეყნის მისამართით და აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა, რეგიონში. აღნიშნულ წერილს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აშშ-სა და და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობასა და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების თვალსაზრისით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებებსა და შეფასებებს აკეთებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა:

ძალიან დროული, ძალიან მისასალმებელი მიმართვაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რაოდენ დიდია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ჩვენი მოსახლეობის მიმართ და რა თქმა უნდა, ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მიმართ იმიტომ, რომ ის პათოსი, რომელიც იკითხება კონგრესმენების წერილში, ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი მუშაობის შედეგიც.

თუკი რომელიმე სახელმწიფო, ჩვენს რეგიონში, დღეს არის სრულად მზად, რომ დაიწყოს მოლაპარაკება და ხელი მოაწეროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველო.

ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ ამისთვის, მთლიანად ხელისუფლებამ, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტრომაც, ბოლო წლების განმავლობაში, იმუშავა ძალიან აქტიურად აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობასთან, რათა ყველა წინაპირობა დამდგარიყო იმისთვის, რომ გადავიდეთ უშუალოდ მოლაპარაკებაზე,” – აცხადებს ნათია თურნავა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...