ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ჩვენ გვაქვს უკვე უტყუარად დადასტურებული ფაქტები მიხეილ სააკაშვილის...

“ჩვენ გვაქვს უკვე უტყუარად დადასტურებული ფაქტები მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის ამ ხელისუფლების მხრიდან” – დიმიტრი საძაგლიშვილი

ნინო ლომჯარიას მიერ წარდგენილ ანგარიშს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. მისი განმარტებით სახალხო დამცველის შეფასება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებასთან ერთად, ადასტურებს, რომ ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის უფლებები უხეშად ირღვეოდა:

,,ჩვენ გვაქვს უკვე უტყუარად, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის დადასტურებული ფაქტები, ამ ხელისუფლების მხრიდან. ეს დაადასტურა სწორედ ქართულმა სახელმწიფო ინსტიტუციებმა, რომელიც არ ემორჩილება ბიძინა ივანიშვილს, არის ნამდვილად დამოუკიდებელი და ავლენს ინსტიტუციონალიზმის ნიშნებს.

სახალხო დამცველის შეფასება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებასთან ერთად, ბუნებრივია, ადასტურებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები ირღვეოდა უხეშად.

არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, რომ ამ უფლებების დარღვევაში ჩართულნი იყვნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები, მათ შორის, პირადად იუსტიციის მინისტრი, რომელთა უპირველესი ამოცანა, სწორედ, ადამიანის უფლებებზე ზრუნვა უნდა იყოს“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

აქვე გთავაზობთ, სახალხო დამცველის ანგარიშს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე:

,,რაც შეეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებს, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე განხილვები მოექცა ჩვენი ყურადღების ქვეშ.

საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეაფასა ფაქტი, როდესაც მას პირველ სამ სასამართლო პროცესზე დაუსაბუთებელი არგუმენტით, ჩვენი აზრით, და უკანონო არგუმენტით არ მიეცა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა.

გარდა ამისა ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელება წარმოადგენდა პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას და აღნიშნული მსგავსად შეაფასა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმაც“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი კეკელიძე: “დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა”

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი...

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს...

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...