თეოლოგი ლელა ჯეჯელავა, სოციალურ ქსელში, არჩევანის წართმევაზე საუბრობს:
“ერთხელ მაინც თუ შეგიხადავთ საკითხისათვის ამგვარად: რა უფრო დიდი სისასტიკეა, როდესაც უკანონოდ გართმევენ ხშირად უკანონოდვე მოპოვებულ ქონებას, თუ როდესაც გართმევენ არჩევანს, როგორც შენი სოციალურ-პოლიტიკური იდენტობის მთავარ გამოხატულებას.
არჩევანის წართმევა ხომ ნიშნავს, რომ სისტემა გშლის საერთოდ და გაქცევს ნულად სოციალური იერარქიის მატრიცაში.
ტყუილად გგონიათ, რომ Zero მხოლოდ კაზიონოში იგებს. ის იგებს ყველგან, თუ კი აცნობიერებ, რომ თამაშს იწყებ ნულიდან,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

