spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დარწმუნებული ვარ, დღევანდელი პროკურატურა ბრალს წაუყენებდა ზვიად გამსახურდიასაც,...

“დარწმუნებული ვარ, დღევანდელი პროკურატურა ბრალს წაუყენებდა ზვიად გამსახურდიასაც, საქართველოში დაბრუნების გამო” – ბექა ბასილაია

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მწვავე შეფასება გააკეთა არსებული სისტემის მიმართ. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ყველა გზა არის ლეგალური, რადგანაც ყოფილ პრეზიდენტზე მიმდინარეობს დევნა:

,,საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, ამ ქვეყნის მთავარ რეფორმატორს, ნამდვილად აქვს უფლება შემოვიდეს საკუთარ ქვეყანაში.

მაშინ, როდესაც ის იდევნება, მაშინ, როდესაც მის წინააღმდეგ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ამ ვითარებაში ნებისმიერი, გზა სამშობლოში დაბრუნებისა, არის ლეგალური!

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი პროკურატურა ბრალს წაუყენებდა ზვიად გამსახურდიასაც, საქართველოში დაბრუნების გამო. აქედან გამომდინარე, ამ საქმის რაღაც იურიდიულ კაზუისტურ ნაწილზე საუბარი სრულიად უადგილოა.

ეს იყო პოლიტიკური აქტი და პოლიტიკური ჰეროიკული აქტები სისხლის სამართლებრივ შეფასებას არ ექვემდებარება!“, – განაცხადა ბექა ბასიალაიმ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...