spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საინტერესოა, ოდა ივანიშვილისადმი საზეპიროდ უნდა მიეცეთ მოსწავლეებს თუ...

“საინტერესოა, ოდა ივანიშვილისადმი საზეპიროდ უნდა მიეცეთ მოსწავლეებს თუ მოკლე შინაარსიც კმარა?!” – ნანა ტოხვაძე

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვნელოში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ინფორმაციის შეტანის საკითხს ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მინართულების ხელმძღვანელი და ამ ფაქტს უარყოფითად აფასებს. ნანა ტოხვაძეს მიაჩნია, რომ განათლების სისტემა მოქმედი ხელისუფლების პირობებში მიზანმიმართულად ინგრევა. ტოხვაძე ასევე მინისტრს აკრიტიკებს და ამბობს, რომ სხვა მოლოდინები მიხეილ ჩხენკელისგან არც ჰქონდა, რადგან არცერთი პროგრესული ცვლილება ან რეფორმა ამჟამინდელი განათლების მინისტრის სახელს არ უკავშირდება:

ვიდრე ივანიშვილისადმი მიძღვნილი ოდა არ მოხვდა სასკოლო სახელმძღვანელოში, საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ დავაჯერეთ, რომ განათლების სისტემა მოქმედი ხელისუფლების პირობებში მიზანმიმართულად ინგრევა. სხვა რა მოლოდინი გვქონდა მინისტრისგან, რომელიც ბელადისადმი მლიქვნელობით დაამახსოვრდება განათლების სფეროს?! მის სახელს არც ერთი პროგრესული ცვლილება ან რეფორმა არ უკავშირდება.

ზოგადად პროგრესთან „ქართული ოცნების“ შეუთავსებლობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ისინი უარს ამბობენ ისტორიის სწავლა-სწავლების ახალ სტანდარტზე და თანამედროვე სახელმძღვანელოებზე, რადგან იქ საბჭოთა ხოტბის ადგილი არ იქნება.

საინტერესოა, ოდა ივანიშვილისადმი საზეპიროდ უნდა მიეცეთ მოსწავლეებს თუ მოკლე შინაარსიც კმარა?! ამ ინსტრუქციასაც ალბათ ცალკე გასცემენ დაქვემდებარებული ვერტიკალის მეშვეობით.

სახელმძღვანელოების პრობლემა ჩვენს ქვეყანაში ახალი არ არის, მაგრამ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს შემთხვევა გადაცდენილია ყველანაირ წითელ ხაზს. ირღვევა ფაქტობრივი გარემოებებით შემოფარგვლის სტანდარტი. ლოგიკურია, რომ საკითხმა თავისუფალი საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რადგან განსაკუთრებული უნარები არ არის საჭირო საბჭოთა პროპაგანდისტული სულისკვეთების ცხადად ამოსაკითხად”, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

“ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია რუსების თავშესაფრად, სადაც ისინი შესანიშნავად მოშინაურდნენ და უკვე არა სტუმრად,...

რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით კონკრეტული ინიციატივა-შეთავაზება აქვს “კოალიცია ცვლილებებისთვის”  და...

“ივანიშვილმა ჯერ დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელსაც AI-ს სფეროში ქართველები უნდა მოემზადებინა და...

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...