სამშაბათი, ივლისი 1, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ვიზრუნებთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებისა და საქმიანობის ღირსეული, თანასწორი...

“ვიზრუნებთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებისა და საქმიანობის ღირსეული, თანასწორი პირობების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

ქვეყნისა და საზოგადოების წინსვლა გულისხმობს მისი თითოეული მოქალაქის სრულფასოვან მონაწილეობას განვითარების პროცესებში.

კონსტიტუციით დადგენილია, რომ „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის“.

ყველასათვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
ყოველწლიურად იზრდება სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი. გასულ წელს ბიუჯეტი 37.4 მილიონ ლარს, წელს კი – 40 მილიონ ლარს შეადგენდა. მომდევნო წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად, 52 მილიონ ლარამდე გაიზარდა. გაიზრდება სოციალური მომსახურებების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, სხვადასხვა სერვისების და ახალი მომსახურებების დაფინანსება.

ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას, ვიზრუნებთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებისა და საქმიანობის ღირსეული, თანასწორი პირობების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან”...

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...