spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებივასო ურუშაძე: ,,ავიაკომპანიის გაჩერება მიუღებელია“

ვასო ურუშაძე: ,,ავიაკომპანიის გაჩერება მიუღებელია“

ექსპერტი ტრანსპორტის საკითხებში, “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე ეხმაურება ავიაკომპანია “Myway Airlines”-სთან მიმართებაში ხელისუფლების მხრიდან შეზღუდვების შესაძლო დაწესებას, რაც არასწორად მიაჩნია და სფეროში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია “Myway Airlines”-ისთვის კომერციული ფრენის ლიცენზიის გაუქმებას გეგმავს, რაც ავიაკომპანიის გაჩერებას გულისხმობს.

წარმოუდგენელია, ამჟამად ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კი იმ სირთულეების გათვალსწინებით, რაც ავიაციის ბაზარზეა, მთავრობა ბიუროკრატიული, პროცედურული, უმნიშვნელო დარღვევების ბრალდებით ეროვნულ ავიაკომპანიას ექსპლუატაციის უფლებას უზღუდავდეს. ავიაკომპანიისთვის ექსპლუატანტის სერთიფიკატის გაუქმება ნიშნავს, მის პარალიზებას, კომერციული ფრენების შეზღუდვას, ვალდებულებების შეუსრულებლობას და შედეგად გაკოტრებას, მაშინ როცა ის მეორე კატეგორიის ეროვნული საწარმოა, ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადამხდელი.

მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე, როცა ქვეყანა 100 000 სულ მოსახლეზე მსოფლიოში სიკვდილიანობით ერთერთი პირველია, გვაქვს ეკონომიკური კრიზისი, მაღალი ინფლაცია, სამუშაო ადგილების დეფიციტი. ეროვნულ ავიაკომპანიებს მგზავრთა გადაყვანაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, მიუხედავად ამისა, ისინი ინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს, იხდიან სახელმწიფო გადასახადებს და ამ გარემოების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მარეგულირებელი ორგანოს სადამსჯელო მოქმედებები რათქმაუნდა მიუღებელია.

მაშინ როცა დარღვევა, რაზეც აპელირებს ავიაციის მარეგულირებელი ორგანო, არ უქმნის საფრთხეს მგზავრთა უსაფრთხოებას და არ უკავშირდება ავიაკომპანიის უსაფრთხო ექსპლუატაციის საკითხებს. პროცედურული დარღვევების შემთხვევაში, ავიაკომპანიას ფრენის უფლების შეჩერების გარეშე უნდა ჰქონდეს გონივრულ ვადაში ხარვეზის გამოსწორების უფლება. აღნიშნული, სახელმწიფოს გაცხადებული ეკონომიკური პოლიტიკის ხედვიდან გამომდინარე, პირველ რიგში თავად მთავრობის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს.

საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში გახდეს რეგიონული ლიდერი, რასაც სჭირდება ხელისუფლების მხრიდან კერძო სექტორის მხარდაჭერა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, თუმცა სამწუხაროდ საპირისპირო მაგალითებს ვხედავთ – ავიაკომპანია “Myway Airlines”-ის შემთხვევა ამის ნათელი დადასტურებაა.

ამ მძიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელია მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს და მთავრობის ეკონომიკური გუნდი საკანონმდებლო ორგანოში დაიბაროს, რასაც ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ,” – აცხადებს ვასო ურუშაძე.

ინფორმაციას “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი”...

მიტროპოლიტ იობისთვის თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" და "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ემოციური პოზიცია-შეფასებები,...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...