spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დიქტატურის წარმოუდგენელი მასშტაბებია ამ ქვეყანაში" - ლევან ხაბეიშვილი

“დიქტატურის წარმოუდგენელი მასშტაბებია ამ ქვეყანაში” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას სუს-ში გამოკითხვაზე დაბარების ფაქტთან დაკავშირებით. მისი თქმით, მმართველი პარტია აპირებს ყველა იმ ადამიანზე საქმეების აღძვრას, რომლებიც მათ არ ემორჩილებიან:

,,ასეთ საქმეებზე, რაღაც შეთითხნილ ბრალდებებზე ქმნიან სიტუაციას, რომ თითქოს ვიღაცა რაღაცას ატრიალებს და ამასობაში ჩვენ ვხედავთ დამატებით პოლიტიკურ დევნას. ახლა კიდევ, ერთხელ ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე.

დიქტატურის წარმოუდგენელი მასშტაბებია ამ ქვეყანაში. გარდა იმისა, რომ ჩვენი პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ტყვედ ჰყავთ აყვანილი.

ეს ჰგავს ისტერიკაში, პანიკაში მყოფი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც წამსვლელია აბსოლუტურად ყველაფერზე, ვინც მათსავით არ ფიქრობს; ვინც შესაძლოა ლიდერი იყოს ოპოზიციური მიმართულებით.

ისინი აპირებენ, სავარაუდოდ, დაიჭირონ, დააპატიმრონ, საქმეები აღძრან ყველა იმ ადამიანზე, რომელიც არ ემორჩილება მათ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სომხეთში ომი არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ…” – ნიკა გვარამია

სომხეთში იმართება ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) საკმაოდ წარმომადგებლობითი მე-8...

“ომი დამთავრდა 8 მაისს ევროპის დროით და ვინც 9 მაისს აღნიშნავს, ის არის საბჭოთა...

გამარჯვების დღის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით, კონკრეტულ მაგალითზე მინიშნებით, თავის...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება” – დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და...

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცალკეული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" და "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ემოციური პოზიცია-შეფასებები,...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...