ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკულტურა და ხელოვნება"დიდი მადლობა მინისტრს, რომ ამდენი გაკეთდა, კეთდება და...

“დიდი მადლობა მინისტრს, რომ ამდენი გაკეთდა, კეთდება და მომავალშიც გაკეთდება” – გიორგი ვოლსკი თეა წულუკიანზე

ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ საზოგადოება ვინც გვიყურებს, შეიძლება შთაბეჭდილება შეექმნას, რომ შენ თუ ნაკლოვანზე საუბრობ, ან კრიტიკულს ამბობ, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, წარსულის შეცდომა იქნება, თუ დღევანდელი, ამას მოსდევს ისეთი პასუხები, რომ ჯობია საერთოდ არ ილაპარაკო და არ იმუშაო.

ქალბატონი თეა წულუკიანი საუბრობს, რომ იქ მორბენალს სარბენი ბილიკი არ აქვს, ეს არის უშველებელი ჩამონათვალი იმ მძიმე მემკვიდრეობის, რაც მივიღეთ. კულტურის მინისტრმა სია, რომ წარმოადგინოს, რა გაკეთდა, რა გადარჩა და რა გადარჩება, რა პროგრამა და მიმართულებებია, კულტურაში და სპორტში, ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება, მაგრამ ეს ადამიანი, თავის საქებრად არ მოსულა, საქმეზე სალაპარაკოდ მოვიდა და აქ ისეთი დამოკიდებულება დახვდა, რომელიც სამწუხაროდ ვიხილეთ.

ამათ უნდათ თვითონ ილაპარაკონ, თითი აქნიონ, მოსული ხარ და თავი დაუხარო. ძალიან რთულია, ამ პირობებში თავი გაართვა იმ ამოცანებს, რომელსაც შენ სახელმწიფო და სახელმწიფოს ინტერესები გთხოვს.

დიდი მადლობა მინისტრს, რომ ამდენი გაკეთდა, კეთდება და მომავალშიც გაკეთდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პლენარულ სხდომაზე, სადაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მინისტრის საათის ფორმატში უსმენდნენ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...