ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა.
მან მეშვიდე მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს სიტყვით მიმართა და 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები შეაჯამა.
ცესკოს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს უხუცეს წევრს ნიკოლოზ კახეთელიძეს საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმები და შესაბამისი დოკუმენტაცია გადასცა.
ინფორმაციას ცესკოს ადმინისტრაცია ავრცელებს