კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითეა წულუკიანი: "პანდემიის წელიწადში, 3 ივნისიდან 3 დეკემბრის...

თეა წულუკიანი: “პანდემიის წელიწადში, 3 ივნისიდან 3 დეკემბრის ჩათვლით სამინისტრომ 400-ზე მეტი პროექტი დააფინანსა”

ჩვენ ვართ სამინისტრო, რომელიც საჯაროდ ხედავს საკუთარ თავს, როგორც ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ქვეყანაში გაძლიერდეს შემოქმედებითი პროცესი და კულტურის სამინისტრო არ იყოს მხოლოდ იმ ორგანიზაციების სამინისტრო, რომლებსაც აქვთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, ვინაიდან, ეს არის ის პირველი წუხილი, რომლის შესახებაც ბევრი ხელოვანი მესაუბრებოდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, სამინისტრომ შეცვალა დაფინანსების წესი და მიმდინარე წლის 3 ივნისს დამტკიცდა დაფინანსების ახალი წესი, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრომ დააფინანსა 400-ზე მეტი პროექტი.
პანდემიის წელიწადში, შესაბამისად, 3 ივნისიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დავაფინანსეთ 400-ზე მეტი პროექტი, რომელიც მოიცავდა 6759 მონაწილეს 700-მდე სხვადასხვა ადგილს საქართველოს მასშტაბით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საქმიანობა, რომელიც კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ქოლგის ქვეშ გაიმართა. ჩვენი ბიუჯეტი არ არის დიდი ამ პროგრამაში (წელს იყო 11 მილიონი ლარი), მაგრამ მე ხმამაღლა ვამბობ, რომ საწუწუნო არაფერია. 11 მილიონ ლარად შეიძლება ძალიან ბევრი საქმის კეთება, თუმცა არც იმას დაგიმალავთ, არ მეწყინება თუ გაისად, როგორც ეს წელს გააკეთეთ და ამისთვის დიდი მადლობა, გაისადაც ეს ბიუჯეტი გაიზრდება“.

მინისტრის თქმით, სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში იყო ათეულობით ისეთი პროექტი, რომელიც მანამდე არასდროს დაფინანსებულა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...