პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ამბობს, რომ ხელი ნაცებმა მოაწერეს – თუ ასეა, რატომ არის გამოძიების წინააღმდეგი?” – გია ხუხაშვილი კახა კალაძის მისამართით

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ეხმაურება სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საქართველოს მხარისთვის რუსული ენერგეტიკული კომპანია „Интер РАО“-ს სასარგებლოდ 80.5 მლნ აშშ დოლარის გადახდის დააკისრების გადაწყვეტილებას:

მოკლედ, გაზპრომს დაუჯდა კალაძე… 10%-იანი კონტრაქტი დავკარგეთ. ათეულობით მილიონი ვიზარალეთ.

რაოს მემორანდუმი გაუფორმა, დაუწესეს ტარიფი და 80 მილიონი დაგვაკისრეს.

ამბობს, რომ ხელი ნაცებმა მოაწერეს. თუ ასეა, რატომ არის გამოძიების წინააღმდეგი?

აბა სამართლიანობის აღდგენაო?!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

ინფორმაციისთვის: წინა ხელისუფლების დროს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტისას მთლიანი მოცულობის 10% საქართველოში რჩებოდა, რაც შემდგომში შეიცვალა.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, ამჟამად თბილისის მერის მიმართ კონკრეტული ბრალდებები გაისმის ხელშეკრულებისთვის “გრიფით საიდუმლოს” მინიჭებისა თუ სხვა კოკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარში, ვრცელი განმარტებები გააკეთა კახა კალაძემ, სადაც ასევე აღნიშნა – “ჩემი მინისტრობის დროს ეს ხელშეკრულება დამხვდა. გამოძიება რაზე დაიწყოს? 200 მილიონ დოლარს რომ ითხოვდნენ და 80 მილიონ დოლარის გადახდა რომ გვიწევს?

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული