spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოეშვით ზაზა სარალიძის განსჯას - ის მარტოა თავის...

“მოეშვით ზაზა სარალიძის განსჯას – ის მარტოა თავის ტრაგედიასთან და ნუ იქნებით ბოროტი მოსამართლეები!” – ელისო კილაძე

ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან 4 წლისთავზე ელისო კილაძე მნიშვნელოვან, საყურადღებო ინფორმაციებს აქვეყნებს და ზაზა სარალიძესთან, ვახა მაჩალიკაშვილთან, საპროტესტო აქციებთან თუ სხვა პროცესებთან დაკავშირებულ კონკრეტულ მომენტებს იხსენებს:

პირველი დეკემბერია დღეს. ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა.

120 დღე ვიდექი ქუჩაში შვილმკვდარ მამებთან ერთად, ზაზაც და ვახაც ჩემთვის ძვირფასი ადამიანები არიან!

არაადამიანური წნეხი გავიარეთ ერთად, ძალიან ბევრი ტალახი ესროლეს ორივეს, ათასი სიბინძურე მოუგონეს!

არ იყო მარტივი…

რამდენიმე დეტალი:

1. ირაკლი ღარიბაშვილს არანაირი შეხება ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან არა აქვს. (არ იყო იმ დროს მთავრობაში);
2. ჯღარკავა და სხვა ბონძღები ზაზას და ვახას, გოგაშვილის დავალებით (და ფულით), ლანძღავდნენ;
3. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გახარიას მხრიდან იყო ჩართული დათუნა სარალიძის საქმეში. ზაზას არასოდეს დაუმალავს ჩემთვის, რომ მას ხვდებოდა. ვიცოდი! (არ ყოფილა ეს ფარული გარიგება);
4. გიორგი გახარია შს მინისტრი იყო და რამდენიმე პირი (ჯანაშია, კალანდია, მირზა სუბელიანი) მან დააკავა, თუმცა საქმის ჩაფარცხვაში ჩართული პოლიციელები დაუსჯელები დარჩნენ. შიო მენაბდის შვილის დაკავება ვერ გაბედა;
5. რატომ წავიდა ზაზა აქციებიდან? – უარი თქვა პოლიტიკურ ბრძოლაზე და ეს ჩემთვის სრულიად გასაგებია;
6. ვახამ ბრძოლის სხვა გზა არჩია და ესეც ბუნებრივია.თემირლანის საქმეზე არავინ არ დასჯილა.ის შვილის სამართალს დღემდე ეძებს;
7. ის რომ დათუნას მკვლელობიდან ოთხი წლის თავზე ზაზამ მკვლელებს აპატია, მის ადამიანობაზე და გულმოწყალებაზე მეტყველებს;
8. თუ სადმე მან თავი ვერ მოთოკა, ეს ნიკა გვარამიას და ეკა კვესიტაძის ეთერი იყო.

გუშინ, “რეაქციის” მერე, ვნახე ზაზა და ისეთი განადგურებულია, სიტყვები არ მყოფნის…

განსაკუთრებული მადლობა ნესტან ლონდარიძეს, რომელიც ოთხი წელია ზაზას გვერდით იბრძვის. ერთი წუთით არ დაუხევია უკან!

და ადამიანებო, მოეშვით ზაზა სარალიძის განსჯას – ის მარტოა თავის ტრაგედიასთან და ნუ იქნებით ბოროტი მოსამართლეები!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

ინფორმაციისათვის: “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში”, შვილმოკლულმა მამამ, ზაზა სარალიძემ დეტალურად ისაუბრა მისი ოჯახის ტრაგედიაზე და პრეზიდენტს მიმართა იმ მსჯავრდებულების შეწყალების თხოვნით, რომლებიც სასჯელს მისი შვილის, დათო სარალიძის მკვლელობის ბრალდებით იხდიან.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად...

„წუხელ მოსული ნალექის რაოდენობამ ვარაზისხევში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე...

“არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, მორიგ გზავნილში...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა…” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...