ორშაბათი, მაისი 12, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ მართლა გინდათ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, 19...

“თუ მართლა გინდათ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, 19 აპრილის შეთანხმებიდან კი არ გახვიდოდით, ახლა ის იქნებოდა ამ ქვეყნის განვითარების სამოქმედო გეგმა და ეს მოხსნიდა პოლარიზაციას” – გიორგი ვაშაძე მმართველ პარტიას მიმართავს

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრმა, გიორგი ვაშაძემ, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, იზრდება უმუშევრობა, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა, მაგრამ, მისი თქმით, ამასთანავე არის უმძიმესი პოლიტიკური ვითარება.

ქვეყანაში არის პოლარიზაცია, ურთიერთდაპირისპირება, ზიზღის ენა და რიტორიკა, თავდასხმები და კანონის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება. უწესობის წესად ქცევა! და რა ნაბიჯები გადადგა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში იმისთვის, რომ დამშვიდებულიყო სიტუაცია?

დავიწყოთ საკრებულოების თემით, ოპოზიციამ სადაც აიღო უმრავლესობა საკრებულოში, თქვენ ელემენტარული ძალაუფლების განაწილება არ გინდათ. პასუხისმგებლიანი ხელისუფლება თქვენს ადგილზე იტყოდა, თუ დაგიჭირა მხარი იმ საკრებულოში ადგილობრივმა მოსახლეობამ, მაშინ იტვირთე პასუხისმგებლობა იმ ქალაქის განვითარებაზე.

რაც შეეხება მედიასაშუალებებს, უპრეცედენტოდ მაღალი ჯარიმა გამოუწერეთ მთავარ არხს. არა იმიტომ, რომ მართლა ასე ფიქრობთ რომ კანონდარღვევაა, არამედ თქვენ არ მოგწონთ ის რაც ხდება ოპოზიციურ მედიაში და გინდათ, რომ გააკონტროლოთ იქაც სარედაქციო პოლიტიკა.

მართლმსაჯულება – მთელი მსოფლიო გეუბნებათ, რომ შეაჩეროთ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, რომ ფუნდამენტური მართლმსაჯულების რეფორმა უნდა განხორციელდეს. თქვენ მაინც ჯიუტად აგრძელებთ თქვენსას.

მთელ მსოფლიოს და ქვეყანას გაუჯიუტდით რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გადაგეყვანათ ნორმალურ სავადმყოფოში, რასაც თქვენივე დაკომპლექტებული სამედიცინო ჯგუფიც გეუბნებოდათ.

თუ თქვენ მართლა გინდათ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, 19 აპრილის შეთანხმებიდან, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორობის შუამდგომლობით გაფორმდა, კი არ გახვიდოდით, ახლა ის სამოქმედო გეგმა იქნებოდა ამ ქვეყნის განვითარების გეგმა და ეს მოხსნიდა პოლარიზაციას.

მთავარი პასუხისმგებლობა არის თქვენზე. თუ თქვენ მართლა გინდათ რამე შეიცვალოს ამ ქვეყანაში, გადადგით ნაბიჯები, აუცილებელია სამართლიანობა იყოს ქვეყანაში იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის უფლება იყოს დაცული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ...

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...