ორშაბათი, ივლისი 14, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალიან მხნედ არის, ძალიან კარგად ფლობს სიტუაციას, რაც...

“ძალიან მხნედ არის, ძალიან კარგად ფლობს სიტუაციას, რაც ხდება დღეს საქართველოში და დარწმუნებული არის მისი და ქართველი ხალხის გამარჯვებაში” – კობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილზე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მონახულების შემდეგ კონკრეტული შეფასებები გააკეთა მიხეილ სააკაშვილზე, სასამართლო პროცესსა და საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებით:

,,ძალიან მხნედ არის, ძალიან კარგად ფლობს სიტუაციას, რაც ხდება დღეს საქართველოში და დარწმუნებული არის მისი და ქართველი ხალხის გამარჯვებაში – ეს პირველი.

თქვენ იცით ალბათ იუსტიციის სამინისტროს განცხადება, რომელიც პრაქტიკულად დაემუქრა მიხეილ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს, თუ ასე ვთქვათ, ისევ აქციებს მოვაწყობთ სასამართლოსთან და ა.შ. მოკლედ, მას გადაიყვანენ ისევ გლდანის ციხეში. ეს განცხადება გააკეთა, როგორც მე ვიცი – იუსტიციის სამინისტრომ. მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილი თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ ისინი მოვიდნენ და გამართონ აქცია.

გუშინ, როდესაც მას ასამართლებდნენ დარბევაზე, თქვენ ალბათ დაინახეთ, როგორ არბევდნენ სამართალდამცავები მშვიდობიანად მოსულ ადამიანებს, როგორ ასხამდნენ მათ წიწაკის რაღაც სითხეებს და ა.შ. ეს ყველაფერი გუშინ ჩვენ ვიხილეთ ,,ლაივში“.

ამიტომ რაც უფრო მეტნი ვიქნებით, რაც უფრო მეტი ხალხი მივა, მით უფრო ნაკლები იქნება მათი მხრიდან აგრესია. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი თავის მომხრეებს მოუწოდებს, რომ ისინი მოვიდნენ აუცილებლად შემდეგ სასამართლო პროცესზე“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...