პარასკევი, აპრილი 19, 2024

კორონავირუსის სტატისტიკა: 80 გარდაცვლილი პაციენტი, სტაბილურად მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებული ინფორმაციის შესაბამისად, გვაქვს შემდეგი მონაცემები:

ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების 5 050 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 4 214, გარდაიცვალა – 80.

სულ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 845 643, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 788 201, ხოლო გარდაცვლილი – 12 054.

  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 53 854, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 37 153, PCR ტესტით – 16 701.
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,38%, ბოლო 14 დღის – 8,96%, ბოლო 7 დღის – 8,95%
  • სულ ჩატარდა აცრა – 2 170 057, დღიურად აიცრა – 13 603
  • კარანტინის რეჟიმში – 40
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 554
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 135
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული