ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: "ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები...

კახა კალაძე: “ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები 10 დეკემბერს აინთება”

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს. ამჟამად სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს თბილისის მერი გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების ანთება 10 დეკემბერს იგეგმება. სადღესასწაულო დღეებში ასევე მოეწყობა საახალწლო სოფელი, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ.

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ამის შემდეგ ნაძვის ხე აეწყობა. 10 დეკემბრისთვის მინდა, რომ ნაძვის ხე და ზოგადად, ქალაქში ილუმინაციები აინთოს. ძალიან ლამაზი იქნება ჩვენი დედაქალაქი, როგორც ყოველთვის.

გარდა ამისა, თბილისის მოსახლეობას და არამარტო, ასევე, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, ჩამოსულ სტუმრებს სასიამოვნო დღეების გატარებას ვპირდებით. იქნება საახალწლო სოფელი, სადაც არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა კონცერტებით, გასართობი პროგრამით, საბავშვო ღონისძიებებით. ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ მძიმე, ორწლიანი პერიოდის შემდეგ, რაც პანდემიას ვებრძვით და ეს ბრძოლა ისევ გრძელდება, საზოგადოებას მივცეთ განტვირთვის საშუალება. ახალი წელი არის ახალი იმედების, სურვილების, სიკეთეების მომტანი. ყველაფერი ცუდი, რაც იყო, უნდა გავატანოთ წარსულს და ახალი იმედებით უნდა შევხვდეთ ახალ 2022 წელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე 30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. ამ მიზნით ჩაიკეტება პირველი რესპუბლიკის მოედანი და ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...