spot_img
მთავარიCOVID 19"სტატისტიკა, არის საკმაოდ მძიმე, თუმცა ბოლო ერთი კვირის...

“სტატისტიკა, არის საკმაოდ მძიმე, თუმცა ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჩვენ ვაკვირდებით, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი RT არის ერთზე დაბალი” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კომენტარი გააკეთა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუციაზე. მისი თქმით, სტატისტიკა არის საკმაოდ მძიმე, ხოლო ვითარების სტაბილურობისთვის აუცილებელია მაქსიმალური რაოდენობა აიცრას:

,,სტატისტიკა, არის საკმაოდ მძიმე, თუმცა ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჩვენ ვაკვირდებით, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი RT არის ერთზე დაბალი. კონკრეტულად დღეს არის 0.91, რაც რა თქმა უნდა, არის დამაიმედებელი. თუმცა მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ნიშნული იყოს შენარჩუნებული და კიდევ უფრო დაწეული იმისათვის, რომ ჰოსპიტალურმა სექტორმა შეძლოს და გაუმკლავდეს მოცემულ რიცხვებს.

რაც შეეხება სიკვდილიანობაs, ამასთან დაკავშირებით იყო სწორედ ის კომენტარიც, რომ სიკვდილიანობას ამცირებს ვაქცინაცია და მნიშვნელოვანია, რომ 60 წელს ზემოთ მოქალაქეები იყვნენ მაქსიმალურად აცრილები. ეს მაქსიმალური რიცხვი ჩემთვის პირადად არის სულ მცირე 90%”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემაზე დისკუსიის გახსნა…” – ირაკლი კობახიძე

ტვ "იმედზე" გადაცემა "ღია ეთერში", მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ...

“უძლეველი პუტინის” მეხოტბეები როგორ არიან ?!😃😃😃” – თაკო ჩარკვიანი

9 მაისის მოსკოვში აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით გაჩენილი საყურადღებო რისკებისა...

“იქნებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ყველას შეგეხებათ და ყველას ჯიბეს გაანადგურებს ეს წყობა” –...

საქათველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. ორგანიზაცია “საზოგადოება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" და "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ემოციური პოზიცია-შეფასებები,...