პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს აშშ-თან თავდაცვის პაქტის გაფორმება, რომელიც გულისხმობს შეერთებული შტატების სამხედრო ობიექტების გალაგებას ჩვენს ქვეყანაში” – ბადრი ჯაფარიძე

პარტია ,,ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ახალი ინიციატივით გამოდის. მისი განცხადებით, აუცილებელია საქართველოს ტერიტორიაზე განლაგდეს აშშ-ის სამხედრო ობიექტები. ასევე, შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა იმისათვის, რომ მოხდეს კოორდინირება იმ ადამიანების, რომლებიც მოქმედებენ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე:

,,ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს აშშ-თან თავდაცვის პაქტის გაფორმება, რომელიც გულისხმობს შეერთებული შტატების სამხედრო ობიექტების გალაგებას ჩვენს ქვეყანაში.

ამ ქვეყანასთან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კი ქვეყანას აბსოლუტურად სხვა საინვესტიციო მიმზიდველობას მისცემს.

ოკუპანტი ქვეყანა აქტიურად იყენებს რბილ ძალას და აუცილებელია, ჩვენ შევქმნათ საკანონმდებლო ბაზა იმისათვის, რომ იქნენ მხილებულნი საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც მოქმედებენ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული