ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“ვინმეს სადმე გაუგია ეგეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას?!” – გიული ალასანია

გორის სამხედრო პოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მე-3 პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ, რომელიც გაოგნებული და გაკვირვებული აღნიშნავდა მმართველი პარტიის პოლიტიკურ შეფასებას, რომ მიხეილ სააკაშვილის 50 დღიანმა შიმშილობამ ოპოზიციური სპექტრი დაააზიანა:

,,გუშინ უცებ მოვისმინე ერთი “ბრძენი” ადამიანის განცხადება, რომ თურმე ნუ იტყვი და მიხეილ სააკაშვილის 50-დღიანმა შიმშლობამ დააზიანა ოპოზიციური მოძრაობა.

წარმოგიდგენიათ? ვინმეს სადმე გაუგია ეგეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას, ესეთი რამ გაუგია ვინმეს?!

დაუყოვნებლივი აქტიურობა! არავითარი შესვენება, როგორც გუშინ ის ადამიანი მოგვიწოდებდა, რომ თურმე საზოგადოება ისე დაიღალა ამის შიმშილობით, რომ ახლა უნდა წამოწვნენ მხარ-თეძოზე და დიდხანს დაისვენონ. ესეთი რამ არ გამიგია!“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული