ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“თუ არ არის ქვეყანაში სამართალი, არ არის მშვიდობა!” – პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არსებულ სასამართლო სისტემაზე. მისი განცხადებით, ყველა მექანიზმი და ბერკეტი უნდა იქნას გამოყენებული, რომ ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო:

,,კონსულტაცია გვექნება ჩვენს ოპოზიციურ პარტნიორებთან და საერთო გადაწყვეტილებას მივიღებთ!

ის, რომ ,,ქართული ოცნების“ პირობებში სასამართლო ვერ გახდება ერთ დღეს მყისიერად თავისუფალი ესეც ფაქტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა შევწყვიტოთ თავისუფალი სასამართლოსთვის.

ამისთვის ყველა მექანიზმი, ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, რომ უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო. რადგან თუ არ არის ქვეყანაში სამართალი, არ არის მშვიდობა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული