ამინდის პროგნოზი საქართველოში 24-26 ნოემბერი: ძლიერი ქარი და ნალექები…

98

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

25-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები პუბლიკაციაზე