ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობა არსებობს და ეს ერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი საკითხის გაშემო, რამაც ცვლილებები უნდა მოიტანოს” – ნიკა მელია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპროტესტო მსვლელობაზე, რომელიც გაიმართა ,,ვარდების რევოლუციდან“ 18 წლის აღსანიშნავად, განაცხადა, რომ მსოფლიო რუკაზე ამ მოვლენის შემდეგ დაიმკვიდრა ადგილი საქართველომ. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მთელი ოპოზიცური სპექტრი უნდა გაერთიანდეს და საზოგადოებაში ერთობლივი ბრძოლით კვლავ დაბადონ იმედი და რწმენა:

,,ქვეყანა გადაიქცა სახელმწიფოდ და ამის შემდეგ ამ სახელმწიფომ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო რუკაზე. ცხოვრება შეიცვალა, ყველა მიმართულებით – უკეთესობისკენ! გაჩნდა მყისიერად პერსპექტივა, უიმედობის ნაცვლად, კრიმინალი დამარცხდა – ის, რაც ბევრს წარმოუდგენელი ეგონა 2003 წლის 23 ნოემბრამდე, დამარცხდა კორუფცია, ეტაპობრივად მარცხდებოდა სიღარიბე, უმუშევრობა – კეთილდღეობა მატულობდა, ქვეყნიდან ძალდატანებით წასული ემიგრანტები ბრუნდებოდნენ…

ისტორიის გაყალბება ვერასოდეს ვერ მოხდება! ისტორიული დღე იყო! საზოგადოება გაერთიანდა იმ კონკრეტულ დღეს, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ოპოზიციურ პარტიებს შორის და ყველამ გააკეთა დასკვნა, რომ ცვლილებები არის გარდაუვალი! იყო გარდაუვალი და ეს ცვლილებები მოახდინეს!

დღესაც, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს ერთობა. მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა დავბადოთ რწმენა. მე ვფიქრობ, ეს რწმენა დაბადებული არის – რწმენა ერთობისა, რომ მერე კოლექტიური პრობლემები, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს გვაწუხებს და არა რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს – გადავჭრათ!

მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობა არსებობს და ეს ერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი საკითხის გაშემო, რამაც ცვლილებები უნდა მოიტანოს – ეს არის ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული