პარასკევი, აპრილი 26, 2024

თეონა ჭალიძე: “ღარიბაშვილის განცხადებით სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირების დისკრედიტაცია ხდება”

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს მთავრობის სხდომაზე სოციალურად დაუცველების თემის განხილვას ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარტიის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე და მთავრობის მეთაურის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს:

ღარიბაშვილის განცხადებით სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირების დისკრედიტაცია ხდება.

ეს განცხადება ხელს უწყობს საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა კიდევ უფრო გარიყვას. ისედაც ამ ადამიანების ადგილი არაა არც პარლამენტში, არც სამინისტროებში, არც არსად იმ ფოე-ფოე ადგილებში სადაც ე.წ პრივილეგირებული ყველაფრით უზრუნველყოფილი პირები დადიან.

კიდევ უფრო იზრდება უფსკრული სოციალურ ფენებს შორის!

ესაა უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც არ ეკადრება პრემიერ-მინისტრს, თორემ ღარიბაშვილისა და მისთანებისგან აღარაფერი გვიკვირს.

ესაა ადამიანების ღირსების შებღალვა!

პს: 100 აგუგუნებული ქარხანა უნდა გახდეს ალბათ სამუშაო ადგილების საბადო…” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თეონა ჭალიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული